(რეზონანსი) იმის მაგივრად, რომ პროკურატურა იცავდეს ჩემს უფლებებს, ისევ იცავს ილია ჯიშკარიანის ინტერესებს - ასე აფასებს თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანისთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას.
„იმის მაგივრად, რომ პროკურატურა იცავდეს ჩემს უფლებებს, ისევ იცავს ილია ჯიშკარიანის ინტერესებს, ამას მე ისევ მის გავლენას ვუკავშირებ. იმედგაცრუებული ვარ თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ბრძოლას ვწყვეტ, პირიქით, უფრო მოტივირებული ვარ, რომ მეტი სიმართლე გამოვიტანო სააშკარაოზე.
ექიმები მიდასტურებენ, რომ მე ვიყავი სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში. ოფისი დაალაგეს, ტელეფონი ვერ იპოვეს, მიუხედავად იმისა რომ პოლიციიელებს მე თვითონ ვთხოვდი დანაშაულის ადგილზე სწრაფად მისვლას," - განაცხადა თამთა თოდაძემ.
დღეს ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში" გაიმართა. ამ ფაქტს ჯიშკარიანის ადვოკატი, დეპუტატის ემოციურ მდგომარეობას უკავშირებს.