რეზონანსი
11.10.2019

 (რეზონანსი) გურჯაანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ორი ქუჩის გადაკვეთაზე მოძრავი მოპედი საპირისპირო ზოლში გადავიდა და „06" მარკის ავტომანქანას შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები მოტოციკლის მძღოლმა მიიღო. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×