რეზონანსი
11.10.2019

 (რეზონანსი) ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალი 30 წლის ნათია გოგალაძეა. ახალგაზდრა ქალი ხაშურის საავადყოფოში ცოტა ხნის წინ დაიღუპა.

ქალს ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა. ახლობლების ინფორმაციით, დღეს სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, სადაც განქორწინება ოფიციალურად მოხდებოდა.

გარდაცვლილი დღემდე სილამაზის სალონში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ქალის დაჭრამდე მის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ 19. 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×