რეზონანსი
11.10.2019

 (რეზონანსი) ხაშურში თამარ მეფის გამზირზე ამ დროისთვის გამნაღმველები მუშაობენ. გადაკეტილია ის ადგილი სადაც, ყოფილმა ქმარმა ყოფილ ცოლს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი იარაღიდან ესროლა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაპირისპირებამდე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.

ტერიტორიიდან გაყვანილია მოსახლეობა, მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტებით, მოქალაქეებს შემთხვევის ადგილთან მიახლოება ეკრძალებათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×