რეზონანსი
11.10.2019

 (რეზონანსი) საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, ჯიშკარიანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება სრულად უზრუნველყოფს მოსალოდნელ საფრთხეებს.

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ მოითხოვა მძიმე ბრალის მიუხედავად, პროკურატურამ საკრებულოს დეპუტატის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება, პროკურორი იაკობიძე აცხადებს, რომ გირაო და დამატებითი ვალდებულებები საფრთხეებს უზრუნველყოფს.

„დამატებით ვალდებულებად მას აეკრძალა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მსხვერპლთან მიახლოება. ასევე, მას სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია აეკრძალა.

აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას აქვს თავისი მიზნები. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ შეაფასა და მიიჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელი იყო გირაოს გამოყენების შემთხვევაში დამატებით ვალდებულებებთან ერთად, რომელიც ბრალდების მხარემ მოითხოვა. თუ ილია ჯიშკარიანის მხრიდან დაიღრევა აღკვეთის ღონისძიების რომელიმე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე მიმართავს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებას", - განაცხადა იაკობიძემ.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიან 10 ათას ლარიანი გარაო შეეფარდა. მას 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×