რეზონანსი
11.10.2019

 (რეზონანსი) ხაშურში ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი დაჭრა. ცეცხლსასროლი იარაღიდან 30 წლამდე ქალის მისამართით ყოფილმა მეუღლემ რამდენი გასროლა განახორციელა. დაჭრილი ქალი მძიმე დაზიანებებით ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ამ დროისთვის პოლიციას სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებული არ ჰყავს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ - კრიმინალისტები საგამოძიებო პროცედურებს ატარებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×