რეზონანსი
11.10.2019

 (რეზონანსი) ჟუნრალისტი ბონდო მძინარაშვილი „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილი იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ზარდიაშვილი ამბობს, რომ თანამდებობა მისთვის არა პრივილეგია, არამედ მსახურება იყო.

„უცნაურიაო... მსახურება იყო და არა პრივილეგიაო... კაცო, სახელმწიფო სამსახურში მეც ვმუშაობდი, მაგრამ ახლაც ქირით ვცხოვრობ და შენ 3 წელიწადში 6 ბინა როგორ იყიდე, მსახურებით?!

წინადადება შემომაქვს: პარლამენტმა მიიღოს კანონი და ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომელიც ვერ დაამტკიცებს შემოსავლის კანონიერებას და ქონების წარმომავლობას, ჩამოერთვას ის ქონება! ამის შემდეგ დალაგდება "ანბანი" ანიდან ჰოემდე! ერთი ამათ უყურე, აქეთ რო იმადლებიან კიდეც!", - წერს მძინარაშილი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×