რეზონანსი
11.10.2019

 (რეზონანსი) დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა, 13 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 27-29 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 23-25 გრადუსი შენარჩუნდება.

"დღეს დღის ბოლოდან და ხვალ 12 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექი, ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარიც.

13 სექტემბრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე უკვე აღმოსავლეთის მიმართულებით გაძლიერდება ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში 13-14 ოქტომბერს შესაძლოა აღინიშნოს მცირე ნალექი და ნისლი.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღეს საქართველოს დაბლობსა და ბარში თბილი ტემპერატურაა მოსალოდნელი, დაახლოებით 25-27 გრადუსის ფარგლებში როგრც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. ხვალ კი ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოში 13-დან კვლავ მოიმატებს ტემპერატურა 27-29 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 23-25 გრადუსი შენარჩუნდება", - განაცხადა დოდო გვაზავამ "კვირასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×