რეზონანსი
11.10.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 17 წლის ბიჭი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებული ვ.მ. ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული გ.რ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამი შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×