რეზონანსი
11.10.2019

გვიან ღამით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული იარაღიდან ისროლეს. ადგილზე ნაპოვნია ფუჭი ვაზნა. ადამიანი, რომელმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით ისროლა, იდენტიფიცირებულია და აღიარებს, რომ ისროლა.  

შსს-ს ცნობით, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

 „ინტერპრესნიუსი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×