რეზონანსი
10.10.2019

 (რეზონანსი) სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის" გადაცემა „პოსტ ფაქტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას პროკურატურაში გამოკითხვა გადაიდო.

როგორც პროკურატურაში ამბობენ, გამოკითხვა გაბუნიას თხოვნით გადაიდო.

გაბუნია უწყებაში დღეს უნდა გამოცხადებულიყო.

პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის" 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

პროკურატურაში ასევე გამოიკითხნენ: ნიკა გვარამია, გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×