რეზონანსი
09.10.2019

  ორხევში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მეზობლები კონფლიქტის მიზეზებზე ვერ საუბრობენ. მეზობლების ინფორმაციით, მათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

"უკონფლიქტოდ არაფერი ხდება, ბრალდებული ისეთი პიროვნება არ არის, რომ ადამიანი მოეკლა ჩიტივით. ალბათ, სერიოზული რაღაც იყო. მოკლული შორიდან მყავს ნანახი. დაკავებულის შვილი საბერძნეთშია, ცოლი კი გარდაცვლილია" , - განაცხადა ბრალდებულის მეზობელმა.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს 3 შვილი დარჩა.

ცნობისთვის, ორხევში ნათლიამ ნათლული მოკლა. შემთხვევა დღეს დილით, მუხაძის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

წყარო: პალიტრა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×