რეზონანსი
09.10.2019

  რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი გეთიაშვილის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

ნახევარმილიონიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დაეთანხმა თავად ბრალდებულიც.

ამ წუთებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოში დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. დაკავებულების ადვოკატები მათი 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×