რეზონანსი
09.10.2019

 სოფელ გაჭედილის რწმუნებულის ოთარ რუხაიას ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ  მარტვილში დაღუპულია 31 წლის ახალგაზრდა ვლადიმერ ბჟალავაა. 

„ხელოსანი ბიჭი იყო, მშენებლობაზე მუშაობდა, მოძრაობდა ოპელის მარკის ავტომობილით, გზაზე ბეტონს შეეჯახა და ამოტრიალდა", - უთხრა "პრაიმტაიმს" რუხაიამ. 

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გარდაცვლილი მარტვილის რაიონ სოფელ გაჭედილის მკვიდრია. 1988 წელს დაბადებული ვლადიმერ ბჟალავა ავტომობილს თავად მართავდა. უბედური შემთხვევა სოფელ ინჩხურის ტერიტორიაზე მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×