რეზონანსი
08.10.2019

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით აბასთუმნის თავზე ცა იკეტება და შესაბამისად საჰაერო ფრენები აიკრძალება.

ყაველაშვილი ამბობს, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია, რომელიც ზუსტად ასახავს „ნაციონალური მოძრაობის" მდგომარეობას.

„იმდენი სისულელე და ფეიკ ნიუსი მოვისმინე აბასთუმანთან დაკავშირებით, რომ არ გამკვირვებია მორიგი აბსურდი, „ცა იკეტება" - ეს ფრაზა ზუსტად ასახავს „ნაცმოძრაობის" მდგომარეობას. თან რატომღაც, აბსურდის მასშტაბი ასმაგდება, როცა საშუალება ჩნდება, რომ ესა თუ ის საკითხი ბიძინა ივანიშვილის სახელს დაუკავშირონ. უფრო სერიოზულ კომენტარს მე ამ თემაზე ამ ეტაპზე არ გავაკეთებ. როგორც ვიცი, უახლოეს მომავალში გვექნება საშუალება სრულყოფილად ვუპასუხოთ ყველა ამ აბსურდულ ბრალდებას", - ამბობს ყაველაშვილი. „პრაიმტაიმთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×