რეზონანსი
08.10.2019

 (რეზონანსი) გერმანიაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. გავრცელებული ცნობით, ინციდენტი ცემერის მუნიციპალიტეტის სიახლოვეს, ტყის მასივთან, დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მფრინავმა კატაპულტირება დროულად შეძლო. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ეფ-16 ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი.

ინციდენტის ადგილზე სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×