რეზონანსი
08.10.2019

 (რეზონანსი) ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოს სხდომას ისევ არ დაესწრო, - ამის შესახებ განცხადებას მისი ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აკეთებს.

„იცით, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდება 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი. წინა სხდომაზე ჩემი შუამდგომლობა დააკმაყოფილა სასამართლომ და ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების ნაწილი ცალკე წარმოებად გამოყო და შესაბამისად, ეს საქმე სხვა მოსამართლეს გადაეწერა. დღეს კი უკვე პირველი სხდომა გვაქვს, არსებითი განხილვა. სხვა შუამდგომლობა ამ ეტაპზე არ მაქვს.

ირაკლი ოქრუაშვილი ცალსახად მის დაკავებას და ამ საქმის წამოწყებას ბოლოდროინდელ გააქტიურებას უკავშირებს და ასევე მის კანონიერ პრეტენზიებს "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით. ის, რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ სცნობს, არანაირ გარიგებაზე და საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×