რეზონანსი
08.10.2019

 (რეზონანსი) დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში აღარ მოხვდებიან ისინი, ვინც ვანო ზარდიაშვილს უყურებდა, როგორც "მის პატრონს და მამა ღმერთს".

"კომპრომატად ქცეული ზარდიაშვილის წასვლა პარლამენტიდან იყო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, იმ ბოლო ინციდენტის შემდეგ შეუძლებელია, რომ ის პარლამენტში დაეტოვებინათ. ეს არ არის მოულოდნელი, ისევე როგორც გარწმუნებთ, რომ არცერთი, რომელიც ამ ადამიანს უყურებდა, როგორც მის პატრონს და მამა ღმერთს, მაგალითად, მდინარაძე, მათიკაშვილი, კილაძე, ოხანაშვილი, არც ისინი იქნებიან 2020 საარჩევნო სიაში.

ასეთ ადამიანებს, ვისაც არა აქვთ არაფერი ღირებული და ერთჯერადი დავალების შესრულების იქით, რაიმე შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ივანიშვილისთვის, ასეთ ადამიანებს, ის უბრალოდ სიაში არ ჩასვამს"-განუცხადა ეკა ბესელიამ "მთავარ არხს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×