რეზონანსი
08.10.2019

 (რეზონანსი) "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"ახლახანს, ჩვენთან არა მარტო სახელმწიფო ჩამოიშალა არამედ ყველაზე უზნეო, აგენტის ინსიტუტიც კი მთლიანად გაბანძდა. პირადად ვიცი, როგორ სძულდათ ერთმანეთი ბადრი პატარკაციშვილს და ივანიშვილს, რის გამოც ეს უკანასკნელი არასოდეს არ აიყვანდა ბადრის ადვოკატ შალვა თადუმაძეს საკუთარ დამცველად, თუ ის მიგზავნილი არ იყო მისგან პატარკაციშვილთან.

ხოლო თადუმაძემ თუ როგორ დაიცვა პატარკაციშვილი, ეს შეგვიძლია ვიხილოთ ბადრის საფლავზე. ამრიგად ყალბ დიპლომიანი მსტოვარი დღეს უნდა გახდეს ჩვენი ბედის უმაღლესი მსაჯული. ეს უკვე მარტო საქართველოს კი არა საკაცობრიო სამართლის სირცხვილია", - წერს ნათელაშვილი ფეისბუქზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×