რეზონანსი
08.10.2019

 (რეზონანსი) მმართველი პარტიის დეპუტატი ალქსანდრე ქანთარია ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2020 წელს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში არ იქნება.

თუმცა მისი თქმით, არჩევნებამდე ჯერ დიდი დროა და შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს.

"ვადასტურებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო სიაში საჭირო არ უნდა ვიყო. როდესაც წავა სიებზე საუბარი, მერე ვნახოთ როგორ გადაწყდება. ვფიქრობ, პარლამენტში უნდა მოვიდნენ ახლები უკეთესი იდეებითა და ენერგიით. ისინი თუ ძველებს ვერ აჯობებენ, მაშინ ვნახოთ", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ "2020NEWS"-თან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×