რეზონანსი
08.10.2019

 (რეზონანსი) გორში, ჭალის დასახლებაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა 39 წლის ცოლს სცემა.

როგორც თვითმხილველი „რეგიონულ კვირასთან" ყვება, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

"ძალიან ხშირად ხდება ამ ოჯახში მსგავსი ძალადობის ფაქტები. გუშინ ისეთი ნაცემი იყო ეს ქალბატონი, რომ სახე სულ დასისხლიანებული ჰქონდა. ცხვირიდან და პირიდან სისხლის ნაკადი მოსდიოდა, ფაქტიურად მთელი ღამე არ გვეძინა მეზობლებს", - განაცხადა დაშავებულის მეზობელმა მ. დ.

საქმე სისხლის სამართლის 126 მუხლის 1 ნაწილით აღიძრა, რა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვას გულისხმობს და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით, ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×