რეზონანსი
08.10.2019

 (რეზონანსი) გიორგი სულაშვილი, რომელმაც 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, პროკურტაურას ამ დრომდე დაზარალებულად არ უცვნია. ამის შესახებ სულაშვილმა „ნეტგაზეთს" განუცხადა.

დაზარალებულად ცნობილი არ არის მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს ასევე თვალი დაკარგა.

20-21 ივნისის საქმეზე უფრო მეტი სამართალდამცველია დაზარალებულად ცნობილი, ვიდრე მოქალაქე. საია-ს მიერ პროკურატურისგან გამოთხოვნილი ინფორმაციით თანახმად, ამ დროისთვის დაზარალებულად 67 სამართალდამცველი და 4 მოქალაქე ცნეს.

გიორგი სულაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტს კომენტარის გაკეთებაც კი არ სჭირდება. "მარაზმია" - ასე აფასებს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×