რეზონანსი
08.10.2019

 (რეზონანსი) თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ როდესაც მოქალაქე უსაფრთხო და სუფთა ტაქსით მგზავრობს, ტარიფის ზრდა მოსალოდნელია. ის ურჩევს ხალხს, ვისთვისაც გაძვირებული ტარიფი პრობლემაა, მეტროთი და ავტობუსით ისარგებლონ.

"მთავარი ამოცანა რა არის? რომ ვინც სარგებლობს სერვისით, მათთვის იყოს კომფორტული, იყოს სუფთა მანქანა, ახალი და უსაფრთხო, რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება. თუ ვინმესთვის ეს პრობლემა იქნება იქნება შესაბამისად ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადაადგილება, იქნება მეტრო, განახლებული სადგურებით და რეაბილიტირებული ვაგონებით", - განაცხადა თბილისის მერმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×