რეზონანსი
08.10.2019

 (რეზონანსი) ჩათვალეთ, რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალაც მოვემზადები,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიირგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას, ვანო ზარდიაშვილის გაშვება ნიშნავს თუ არა, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება და წმენდა დაიწყო.

"ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას. ეს არის ჩემი პრინციპი, ამ პრინციპით ვმუშაობდი და ამ პრინციპით გავაგრძელებ მუშაობას. ჩათვალეთ, რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალაც მოვემზადები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×