რეზონანსი
08.10.2019

 (რეზონანსი) დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც ვიცი, მაკო გომურთან ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პრემიერი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან მაკო გომურს შეხვედრის თხოვნით მიმართა.

"არა, ასეთი თხოვნით არ მიმიმართავს. შეიძლება მივმართო. სურვილი როცა მექნება, მაშინვე განვაცხადებ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საია-ს ინფორმაციით, 20 ივნისის მოვლენებზე 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილეა დაზარალებულად ცნობილი, თუმცა მათ შორის არ არის მაკო გომური, რომელმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×