რეზონანსი
08.10.2019

 (რეზონანსი) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა მოსახლეობის იმ სეგმენტს დაეხმარება, რომელსაც კომუნალური სერვისების მისაღებად დახმარება დასჭირდება. ასე უპასუხა თვალაბეიშვილმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, მოსალოდნელია თუ არა სამომხმარებლო ტარიფების ზრდა "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, რაც ბაზრის ლიბერალიზაციის საფუძველი გახდება.

"ბაზრის გახსნის კვალდაკვალ, ამოცანა ის არის, რომ ჩვენ, მთავრობას ჩამოყალიბებული მექანიზმი ჰქონდეს იმისთვის, რომ იმ მომხმარებელთა კლასისთვის, რომელსაც სახელმწიფო ჩათვლის, რომ შეღავათიანი ფასებით ელექტროენერგიის მიწოდება სჭირდება, ამის საშუალება გვქონდეს, ახალი კანონის მიხედვით.

ზოგადად, გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდას, ეს უახლოეს მომავალში არანაირად არ იგეგმება, ამის წინაპირობა არ არსებობს. რაც შეეხება მომავალში, მომხმარებლის ზრდასთან ერთად, იმის მიხედვით, თუ რა დამატებითი ელექტროენერგია დაგვჭირდება, რა წყაროებით და ფასებით, შევხვდეავთ და ვნახავთ, შეიძლება არც დადგეს ამის საჭიროება. ჯერჯერობით ადრეა ამაზე საუბარი", - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×