(რეზონანსი) ძალადობის მსხვერპლის დეა გოშხეთელიანის ყოფილი მეუღლე გრიგოლ ბაკურაძე, რომელიც სასჯელს ოჯახში ძალადობისთვის იხდიდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს.
გრიგოლ ბაკურაძის ციხიდან გამოსვლას სოციალურ ქსელში თავად დეა გამოეხმაურა. მისი თქმით, ყოფილი მეუღლისგან არაფერია მოულოდნელი და ის მისგან ყველაფერს ელოდება.
„შუადღემშვიდობის მეგობრებო, არ მინდა არაოპტიმისტურად ჟღერდეს და არც ასე ვარ განწყობილი, მაგრამ მომდევნო შუადღემდე შეიძლება ყველაფერი მოხდეს, დღეს ჩემი ყოფილი მეუღლე ტოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას და მე ასე ოპტიმისტურად, შიშველი ხელებით და ცივი გონებით, მზად ვარ დავხვდე მის ნებისმიერ ქმედებას, რადგან მისგან, ნებისმიერი რამ არის მოსალოდნელი (მე ასე ვფიქრობ!)
გამოვიყენებ ყველა კანონიერ მექანიზმს ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების წინააღმდეგ! კიდევ მრავალ შუადღეს მოგსალმებოდეთ, ამას ვუსურვებ საკუთარ თავს! მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ ! ბოლოს კი მინდა გითხრათ, რომ ის მიზანი, რა მიზნითაც მე თითოეული ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის და ჩემი შვილისთვის ვიბრძოდი, არის წრფელი და წმინდა! უკეთეს საქართველოში გაღვიძებას გისურვებთ ხვალ !" - წერს გოშხეთელიანი
დეა გოშეხეთელიანის მეუღლე, გრიგოლ ბაკურაძე სასჯელს ოჯახში ძალადობისთვის იხდიდა, მას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.