რეზონანსი
08.10.2019

 (რეზონანსი) მოსკოვი საქართველოს პრეზიდენტისგან ბოდიშს ითხოვს, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არაერთხელ გამოსულა ანტირუსული განცხადებებით და საქართველო ხშირად ხვდება იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წინააღმდეგ გამოდის.

„სიგნალი უნდა იყოს ერთი: საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც საჯაროდ უწოდა რუსეთს ქვეყანა-აგრესორი, უნდა მოიხადოს ბოდიში და განმარტოს საკუთარი პოზიცია", - განაცხადა ვოლოდინმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიიღო თუ არა რუსეთმა საქართველოს მთავრობისგან რამე სიგნალი, რომ საქართველო მზადაა, ახსნა-განმარტებები გააკეთოს, ვოლოდინმა უპასუხა: როგორც შეიძლება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება, როდესაც საქართველოს მთავრობა ასე იქცევა?

„სიტუაციის გამწვავება შეძლეს, შეურაცხყოფის მიყენებაზეც ეყოთ ჭკუა, მაგრამ განმარტებებს არ იძლევიან", - განაცხადა დუმის თავმჯდომარემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×