"ქართული ოცნების” თანადამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი შემდეგი სახის მოსაზრებას აქვეყნებს:
"ჰმ, პორტირებულიო, კოჰაბიტაციაო და, ერთგული ხალხი რომ დაივიწყეთ, რატომ ელოდებით სიკეთეს, თუ იმიტომ გადმოიპორტირეთ „სხვანი“, თქვენი ავი საქმენი ამით დაფაროთ და მერე აყვირდეთ და ასე გამართლდეთ? ვიღაცის წარსული, რომელიც შეივრდომეთ, საჭიროების შემთხვევაში, გამართლების ნიღბად გამოიყენოთ? არ გამოვა, ძამიკოებო, ასე, არ გამოვა...
მარტო იმისთვის ხართ დასაგმობნი, უნდო ადამიანები სანდოზე გაცვალეთ, ალალია თქვენზე ყველაფერი. ერთგული და ნაღვაწი კორდინატორი სახლში დასვით, შრომა წყალში ჩაუყარეთ, სულში ჩააფურთხეთ, მის ნაცვლად დაუმსახურებლად სხვა შემოიყვანეთ და, მერე, სინამდვილეა, თუ ტყუილია, მართლა გაუპატიურებას უპირებდით, თუ, უბრალოდ, ნდობა გამოხატეთ და იყარაჩოღლეთ, ახია თქვენზე, რასაც გაგიხმაურებენ, რადგან თქვენი და სხვისი ვერ გაგირჩევიათ, რადგან მტერი შემოიმყუდროვეთ და მოყვარეს თვალში ნაცარი შეაყარეთ...
არავის ადვოკატი ვარ, ბიძინაც დაბნეულია, რადგან შავი და თეთრი ვერ გაურჩევია. ზარდიაშვილი, ვიდრე ჭაობში ბაყაყები არ აყიყინდა, ვერ დაინახა და როდემდე, როდემდე - ეს ვერ დანახვა?.. მერე გვიანი იქნება, შაგრენის ტყავივით დააპატარავეს „თქვენი“ რეიტინგი და წყალში ჩაგიყრიან, რაც სიკეთე გაგიკეთებია... ეს, იმის ბრალია, რომ ქართველ საზოგადოებას არ იცნობ და ნამდვილ „კახაბერს“ ცრუსგან ვერ არჩევ, საბოლოოდ კი, რაც უნდა მწარე იყოს, საკუთარ თავს უნდა დააბრალო ყველაფერი: რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!.."