რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) თბილისში, ვაჟა-ფშაველას პირველ შესახვევთან 5 ადამიანი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მამაკაცს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილში აღენიშნება. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა სწორედ დაშავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა.

დაკითხვაზე გადაიყვანეს დაზარალებულის მამა.

"ვიღაც ნარკომანები იყვნენ, მეუბნებოდნენ საიდან მოხვედიო, მე ქართული არ მესმის. არ ვიცნობ მათ ალბათ აქ ცხოვრობენ"- აცხადებს მამაკაცი.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა ეთნიკურ ნიადაგს არ უკავშირდება.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×