რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) პატიმრობაში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს ციხის სკანში არსებული საწოლის გადიდებაზე უარი უთხრეს, - ამის შესახებ პოსტი „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული.

„საოცრად წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი. ორი თვის წინ ციხის ადმინისტრაციას ვთხოვე საწოლის გადიდება (ერთი ფიცრის დამატება უნდა მხოლოდ ). სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ -ია. უარი მითხრეს - ეს ზომა ციხის სტანდარტია და გამონაკლისს ვერ დავუშვებთო. წინდახედულობაა, აბა რა! წინასწარ ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესო. ხომ ხედავთ გახარიაზე სულ არ ფიქრობს ეს კაცი" - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. მისი დაკავება 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×