რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) საქართველოში მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, შესაძლოა, სანქციების გამკაცრებაზე ინიციატივა მომზადდეს. ამის მიზანი კი, დანაშაულის პრევენციაა.

„არ გამოვრიცხავ, რომ მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებული შესაბამისი სანქციების გამკაცრებაზე ინიციატივა მოვამზადოთ, რათა მაქსიმალური პრევენცია მოვახდინოთ იმით, რაც კანონმდებლობის დონეზე არის შესაძლებელი.

თბილისში, ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, ერთი-ორი საქმის გარდა, მკვლელობის გაუხსნელი საქმე არ არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად, მგონია, რომ მკვლელობის პრევენციისთვის, სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავიწყოთ მსჯელობა, გავამკაცროთ თუ არა მკვლელობისთვის სანქცია, რაც საფუძველს მოგვცემს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის პრევენცია მოხდეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×