რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) მთიული ბავშვებისთვის, რომლებიც მთელ საქართველოს შეუყვარდა, საჩუქრებს აგროვებენ.

სოფელ ქვეშეთში მცხოვრები 7 წლის ბექასა და 6 წლის მარის შესახებ, რომლებიც მეგობრები არიან და ერთ სკოლაში სწავლობენ, „პირველი არხის" ჟურნალისტმა, ნინუცა კახნიაურმა, გადაცემისთვის „ახალი კვირა" ვრცელი სიუჟეტი მოამზადა.

„ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვიცი რა დავწერო. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ამდენი წერილი ინბოქსში დიდი ხანია არ მიმიღია. მწერს ყველა, უნდათ ბავშვებს ოცნებები აუსრულონ. ტელევიზიაში უკვე მოაქვთ მათთვის საჩუქრები, ვისაც სურვილი გაქვთ, ჩემი ბუთქუნა ბავშვები გაახაროთ, შეგიძლიათ დამირეკოთ, ხვალ ან ზეგ ჩავუტანთ საჩუქრებს, რომელსაც მოუთმენლად ელოდებიან. ველოსიპედები უკვე ადგილზეა ფუშფუშა კაბებიც" - წერს „პირველი არხის" ჟურნალისტი ნინუცა კახნიაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×