რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა ვანო ზარდიაშვილს პარლამენტში არ ჩაანაცვლებს. ამის შესახებ თავად ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, მან საკუთარ თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

"ნებისმიერი ადამიანისთვის, ისევე, როგორც ჩემთვის პარლამენტის წევრობა არის უდიდესი პატივი და გამოწვევა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მე სულ ერთი თვის წინ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობამ ამირჩია თავმჯდომარის მოადგილედ, მაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა და მივიღე გადაწყვეტილება, დავრჩე საკრებულოში და ამ ეტაპზე უარი ვთქვა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე", - განაცხადა ზარქუამ.

მანვე შეაფასა ვანო ზარდიაშვილის მიერ საპარლამენტო მანდატის დატოვებაც.

"პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ღირსეული გადაწყვეტილებაა, რაც მან მიიღო და სადაც იქნება, წარმატებას ვუსურვებ", - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

„ქართული ოცნების" საარჩევნო სიის თანახმად, პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე ირაკლი ზარქუაა, ხოლო მის შემდეგ სიაში მომდევნო თემურ გოცირიძეა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×