რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით, მე როგორც პარტიის, ასევე პარლამენტის ხელმძღვანელობას მივმართე და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე, - ამის შესახებ დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი მტკიცებით, დეპუტატის მანდატის დატოვება და პარლამენტიდან წასვლა ეკა ბესელიასთან კონფლიქტს არ უკავშირდება.

„ეს არ უკავშირდება მაგ ქალბატონს (ეკა ბესელია). მას რომ უკავშირდებოდეს ჩემი გადადგომა, პირიქით, არ გადავდგებოდი და არ წავიდოდი. ცოტა ხანი დავისვენებ, ვფიქრობ სამუშაოს მოძებნა არ გამიჭირდება. არც სამუშაო სექტორში, არც კერძო სექტორში", - ამბობს ზარდიაშვილი.

შეგახსენებთ, 26 სექტემბერს პარლამენტში ვანო ზარდიაშვილსა და ეკა ბესელიას შორის ინცინდენტი მოხდა, რა დროსაც ბესელია ზარდიაშვილს ხელით შეეხო.

მას შემდეგ, ვანო ზარდიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში აღარ მისულა.

ცოტა ხნის წინ კი ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი და დეპუტატის მანდატი დატოვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×