რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) ბათუმის მერიის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შპს "გზებმა" - მემედ აბაშიძისა და დემეტრე თავდადებულის კვეთაში, დაზიანებული ქვაფენილი ჩააბეტონა.

ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ მათი დაკვეთით ქალაქში, გზის დაზიანებული მონაკვეთების ორმულ შეკეთებებს შპს "გზები" ახორციელებს. მათივე თქმით, კომპანიამ თვითნებურად ამოავსო დაზიანებული ქვაფენილი ასფალტით.

"კომპანიამ სამუშაოები შაბათს შეასრულა. მერიისგან კომპანიამ მიიღო გაფრთხილება, რადგან ასეთი ქმედება ჯარიმას არ ითვალისწინებს. უახლოეს დღეებში, კომპანია ხარვეზს გამოასწორებს" - განაცხადეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×