რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) რუსთავში, ახალგაზდრა მამაკაცის, დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა, 5 პირია დაკავებული, მათ შორის 3 პოლიციელი.

აქედან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამსრომელია, ორი კი ყოფილი სამართალდამცველი.

ambebi.ge-ის წყაროს ცნობით, დაკავებული ყოფილი სამართალდამცველი 1992 წელს დაბადებიული მიხეილ ღუბიაური და 1989 წელს და¬ბა¬დე¬ბუ¬ლი დიტო დუ¬ღაშ¬ვი¬ლია.

მესამე დაკავებული კი, მოქმედი პოლიციელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს თანამშრომელი 1981 წელს დაბადებული დავით მიროტაძეა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, ცხედარს სხეულზე 30-მდე ჭრილობები ჰქონდა, რის შემდეგაც ჩნდება ეჭვი, რომ მამაკაცი მოკლეს და მდინარეში გადაგდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×