რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის თანახმად, პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე ირაკლი ზარქუაა.

აღსანიშნავია, რომ ზარქუა „ქართულ ოცნებას" თბილისის საკრებულოში წარმოადგენს და მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული დატოვებს თუ არა საკრებულოს დეპუტატის მანდატს.

იმ შემთხვევაში თუ ზარქუა საკრებულოში დარჩება, ვანო ზარდიაშვილს პარლამენტში სიით მომდევნო - თემურ გოცირიძე შეცვლის.

ვანო ზარდიაშვილი, რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნების" პროპორციული სიით გასული დეპუტატია, სადეპუტატო მანდატს ტოვებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×