რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) ძლიერი წვიმის დროს, 40 წლამდე მამაკაცი ავტობანზე გარდაცვლილი იპოვნეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ის გორიდან თბილისის მიმართულებით ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ჯერ ერთი, რამდენიმე წამში კი მეორე მანქანა დაეჯახა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, გარდაცვლილი სამხედრო პირი იყო და სოფელ სვენეთში ცხოვრობდა.

შსს გამოძიებას 276 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით აწარმოებს, რაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×