(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ახალი ინიციატივა აქვს, რომლის მიხედვით, მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტებისას ოფიციალური ვახშამი რეგიონებში გაიმართება.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ტრადიციად უნდა იქცეს. მისივე თქმით, პარტნიორებს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოს განვითარება მხოლოდ თბილისზე არ არის დამოკიდებული.
„ბატონი პრეზიდენტი ესტუმრება კახეთს და ჩვენ პირველად გვექნება ოფიციალური ვახშამი არა თბილისში, არამედ კახეთში და ეს ტრადიციად უნდა იქცეს იმისთვის, რათა ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ საქართველოს განვითარება მხოლოდ თბილისზე არ არის დამოკიდებული, არის დამოკიდებული რეგიონებზე და მათ სიმძლავრეზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.