რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) „წარმოიდგინე, 2012 წელი, მე ვმუშაობ "იმედში", ვიგებ, რომ ეს ტელეკომპანია პატარკაციშვილებს დაუბრუნდათ და მე ვარ ჯერ კიდევ ერეკლე კოდუას ცოლი", - ამის შესახებ განცხადებას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აკეთებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ადამიანები მის თვალწინ „გაქოცდნენ".

მე 2012 წელს ვნახე ადამიანების ტრანსფორმაცია - ისინი ჩემ თვალწინ "გაქოცდნენ" და გაქრნენ. შესაბამისად, ეს გზა გავლილი მაქვს. ასეთი რთული პერიოდი ბევრჯერ მქონია. წარმოიდგინე, 2012 წელი, მე ვმუშაობ "იმედში", ვიგებ, რომ ეს ტელეკომპანია პატარკაციშვილებს დაუბრუნდათ და მე ვარ ჯერ კიდევ ერეკლე კოდუას ცოლი.

წამოვედი "იმედიდან", "რუსთავი 2"-ში მითხრეს, თანამშრომლების შემცირებაა და ვერ მიგიღებთ, იმიტომ რომ ფული არ გვაქვსო. მე უნდა დამემტკიცებინა ბიზნესისთვის, რომ მე მათთვის მომგებიანი ვიქნებოდი და ჩემში ფული ჩაედოთ. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მაშინ გვენდო ფრანგული ბანკი - "სოსიეტე ჟენერალი" და მთელი ცხოვრება ვიქნები რამდენიმე ადამიანის მადლიერი, მათ შორის შოთიკო მაჭავარიანის, რომელმაც "გაქრობას" გადამარჩინა, შანსი მომცა იმ პერიოდში, როცა ურთულესი პოლიტიკური სიტუაცია იყო და ამ სიტუაციაში ერეკლე კოდუა "ტვირთად" იყო ქცეული.

მე ჩემი პირადი განცდები მაქვს. თუ წარსულს კარი არ დაუკეტე, წინ კარი არ იხსნება - ეს არის გადარჩენის ინსტინქტი და ასეა ნებისმიერ შემთხვევაში, მეგობართან, მამაკაცთან, სამსახურთან. "რუსთავი 2-ში" კარი რომ არ გამოკეტილიყო, "მთავარი" არ გაიხსნებოდა", - აცხადბს ჟორჟოლიანი „თბილისელებთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×