რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) „მსგავსი ტიპის ძალადობა არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას", - დეპუტატის მიერ სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი საუბრობს.

მისი თქმით, თუ დეპუტატის ბრალეულობა დამტკიცდება, საკრებულო მისი უფლებამოსილების შეწყვეტაზე იფიქრებს.

„ბრალდება სავარაუდო ქმედების შესახებ არის წარმოუდგენელი, ამაზე კომენტარის გაკეთება ძალიან მძიმეა. მსგავსი ტიპის ძალადობა არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას.

რაც შეეხება იურიდიულ საკითხს, საკრებულოს რეგლამენტი უფლებამოსილების შეჩერების ორ საფუძველს ითვალისწინებს. პირველი, როდესაც არის ადმინისტრაციული პატიმრობა, ან როდესაც პირი იმყოფება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში.

თუ სასამართლო ამ განჩინებას გამოიტანს, იურიდიულ საკითხთა კომისია მოამზადებს სამართლებრივ დასკვნას და წევრს შეუჩერდება უფლებამოსილება.

რაც შეეხება უფლებამოსილების შეწყვეტას. შეწყვეტის საფუძველი არის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ან წევრმა თავად პირადი განცხადებით უნდა მიმართოს საკრებულოს. ეს უკვე მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ან უნდა დაველოდოთ პროკურატურას და სასამართლოს, ან მის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

ლევან ჟორჟოლიანმა ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის მკურნალობს, არის საავადმყოფოში და აქვს გულის პრობლემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×