რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტში გუშინ 10-მდე სოფელი დაისეტყვა. სეტყვას წვიმა და ქარი ახლდა თან, რაც რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

სოფლების ნაწილში, სადაც მოსავლის აღება ჯერ არაა დასრულებული, სეტყვამ ერთწლიანი კულტურები, ყურძენი და ხეხილის ბაღები დააზიანა.

სოფლის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ქარიშხალის შედეგად დაზიანდა წმინდა გიორგის ნიშიც, რომელსაც ხე დაეცა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, ამბობენ რომ სოფლებს სეტყვამ წელს უკვე მეოთხედ გადაუარა.

გორის მერის განცხადებით, წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს და რა რეაგირებას მოახსენს ხელისუფლება მოგვიანებით გაირკვევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×