რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) „ნუ გაგვიკვირდება, რომ ზარდიაშვილს გააგდებენ აქედან, რადგან ქალის ნაცემი კაცი როგორ უნდა იჯდეს აქ", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ „ქართული ოცნება" შემჩნეულია სექსისტურ მიდგომებში, ქალებს ცოტა ზემოდან უყურებენ. გარდა ამისა, პარლამენტში და პარტიაში ქურდული გაგებაც არ არის უცხო, ნუ გაგვიკვირდება, რომ ზარდიაშვილს გააგდებენ აქედან, რადგან ქალის ნაცემი კაცი როგორ უნდა იჯდეს აქ.

ნიკა მელიას რომ მოერტყა ცხვირში ან მე, იტყოდნენ, რომ ბრძოლაში დაზიანდა და ჩაეთვლებოდა, მაგრამ ქალთან დამარცხებას ვერ აიტანენ. ქალმა გცემოს და აქ იჯდე, უხერხულია. ზოგიერთი ვაჟკაცი ამას ვერ აიტანს, რადგნ აქ არიან ქურდული გაგების ადამიანები. თუ სერიოზულად მივუდგებით საკითხს, ვინ ეკითხება ზარდიაშვილს, პარლამენტში ან მოსვლას ან წასვლას", - აცხადებს გოცირიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×