რეზონანსი
07.10.2019

დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანმა ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოსტის გახსნა გუშინ საზეიმო ვითარებაში და უწყების ხელმძღვანელი პირების თანდასწრებით მოხდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობითვე, სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება საზღვართან ერთად პოსტის როგორც აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე გამახვილდა.

დავით გარეჯში ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა საქართველოში მორიგი საპროტესტო ტალღის მიზეზი ხდება. ანტისაოკუპაციო მოძრაობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე დღეს შეკრებისთვის ემზადება. საქართველოს საგარეო უწყებისა და სასაზღვრო დეპარტამენტისგან კომენტარი არ გაკეთებულა.

კურიერი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×