რეზონანსი
07.10.2019

 რუსთავი-თბილსის მაგისტრალზე მანქანა დაიწვა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა.

მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. მაგისტრალზე საავტომობილო გადაადგილება დაახლოებით 30 წუთი შეფერხებული იყო, ამ დროისთვის ავტობანზე მოძრაობა თავისუფალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×