რეზონანსი
06.10.2019

(რეზონანსი) რუსთავის პოლიციის სამმართველოში ამ დრომდე არ უშვებენ ადვოკატს იმ ტაქსისტის მეგობართან, რომელიც მტკვარმა ნაწამები გამორიყა. როგორც ცნობილია, ბრალი მას არ აქვს წაყენებული თუმცა გამოკითხვაზე დაბარებულს უკან აღარ უშვებენ და მასთან შესვლის უფლებას ადვოკატსაც კი არ აძლევენ.ახლობლებს ეჭვი უჩნდებათ, რომ მგიორგი გეთაშვილს დანაშაულის აღიარებას აიძულებენ და ამისთვის შესაძლოა სცემენ და აწამებენ კიდეც.

"დაღუპულს დაურეკავს, გიორგი მომაკითხე, საქმე მაქვს გლდანშიო. ეს მივიდა წამოუყვანია მუხიანიდან და დაუტოვებია გლდანში. არსებობს ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს, რომ მართლაც დაშორდა ამ ადამიანს. მე ვფიქრობ, რომ აქამდე ადვოკატს არ უშვებენ იმიტომ, რომ სავარაოდოდ ნაცემია" - ამბობს გიორგი გრთაშვილის მამა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×