რეზონანსი
06.10.2019

 (რეზონანსი) თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა, რომელსაც თანამშრომელი ქალი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, სადეპუტატო მანდატი გამოძიების მიმდინარეობისას არ უნდა დატოვოს. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს. 

კახა კალაძის თქმით, „ეს შეიძლება, იყოს არასწორი ინფორმაცია“, ამიტომ გამოძიებას „უნდა დაველოდოთ“. 

"თუ მას დაუმტკიცდება, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ვფიქრობ, ჯერ არ უნდა დატოვოს, რადგან ეს შეიძლება, იყოს არასწორი ინფორმაცია, ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას. თუ მას დაუმტკიცდება და ასეთი რამე აქვს ჩადენილი, ჩემთვის როგორც კაცისთვის, ადამიანისთვის, ქალაქის მერისთვის, არის ძალიან მძიმე. თუ ეს დამტკიცდა, ამ შემთხვევაში კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×