რეზონანსი
06.10.2019

(რეზონანსი) ქართული ოცნების წევრი, ვანო ზარდიაშვილი მანდატის დატოვებას არ ადასტურებს. ამის შესახებ დეპუტატმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

"ამ ეტაპზე არაფერი მაგდაგვარი გადაწყვეტილება არ მიმიღია, დაველოდოთ დროს და ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, - განაცხადა დეპუტატმა.

26 სექტემბერს პარლამენტში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ, ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა.

ზარდიაშვილმა მოსამართლის მოსმენის დროს ახსენა სიტყვები „ბესელიას მორალი“, რის გამოც ბესელია ყოფილ თანაგუნდელს ხელით შეეხო. ბესელია ამბობს, რომ საბოდიშო არაფერი აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×