რეზონანსი
06.10.2019

(რეზონანსი) დააკავეს Instagram-ის ირანელი ვარსკვლავი საჰარ ტაბარი, რომელიც ამბობს რომ ბევრი ოპერაცია გაიკეთა ჰოლივუდის მსახიობ ანჯელინა ჯოლის რომ დამსგავსებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ირანული სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, ტაბარი მკრეხელობისა და ძალადობის წაქეზებისთვის დააკავეს. გასულ კვირას ტაბარი საერთაშორისო გამოცემების სათაურებში მოხვდა, მას შემდეგ რაც მისი ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსული გახდა. 

როგორც BBC წერს, გავრცელებული ინფორმაციით, ანჯელინა ჯოლის რომ დამსგავსებოდა მან 50 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, თუმცა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების დიდი ნაწილი პროგრამებით არის დამუშავებული. 

ირანული მედიის ცნობით, 22 წლის ტაბარი დაკავებულია მკრეხელობისთვის, ძალადობის წაქეზებისთვის, ქონების უკანონოდ მოპოვებისთვის, ირანში ჩაცმის კოდექსის შეურაცხყოფისთვის და ახალგაზრდების კორუფციულ საქმიანობაში წახალისებისთვის. 

Instagram-ზე მისი გვერდი წაშლილია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×